logo_geo
eng_logo
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

1 თებერვალი. 2019. 01:09

 

 

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უწერის, ბარისახოს და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV, V მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, მეტრო “ახმეტელი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის გზატკეცილის, გაგარინის, ვართაგავას, დემნა შენგელაიას, მორეტის, მამკოდის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის, ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, წინამძღვრიშვილის, პატარა ტბის, სამხარაძის, ხერგიანის, მიქატაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებელებს.

 

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ბესიკის, ჩიტაძის, გრიბოედოვის, ზურაბ ჟვანიას, ძმები ზუბალაშვილების და შევჩენკოს ქუჩების მცხოვრებლებს.

 

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ტვიშის, უშაკოვის, ყვარლის, ამირეჯიბის, მესხეთის, მშველიძის, მთისძირის, წალენჯიხის, მიქელაძის, გეზათის, ტოლენჯის, მეტეხის და რატილის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

 

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 10:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტუსკიას, ნოდარ ანდღულაძის, ქარელის, ზურაბ ქაფიანიძის, იყალთოს, ტეხურის, ნატახტარის, ბაკურციხის, პანკისის, ფანასკეტრელ-ციციშვილის, გურამ ბზვანელის და წინაუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:30 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გამრეკელის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რამაზის და ნესტან-დარეჯანის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს.

 

დიდგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

 

ვაკის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, მოსაშვილის, იმედაძის, ირაკლი უჩანეიშვილის, ნინო ჟვანიას, ატენის, ასხის, რაზმაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ჩუღურეთის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), პასტერის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ჯანსუღ კახიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner