logo_geo
eng_logo
გორში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
- +

1 თებერვალი. 2019. 01:12

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

 

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ვაშლით დატვირთულ სატვირთო მანქანას „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

 

შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ერთი კი უმძიმეს მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner