logo_geo
eng_logo
ლიბანს ახალი მთავრობა ჰყავს
- +

1 თებერვალი. 2019. 01:59

 

ლიბანს ახალი მთავრობა ჰყავს. პრემიერ-მინისტრმა, საად ჰარირიმ მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება ცხრათვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეძლო.

 

საად ჰარირი მკაცრი რეფორმების გატარებას აანონსებს.

 

ახალ მთავრობაში მინისტრთა სავარძლებს აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰეზბოლას“ მოკავშირეებიც იკავებენ. მათ შორის არის გებრალ ბასილი, მოქმედი პრეზიდენტის, მიშელ აუნის სიძე. ის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაიბარებს.

 

თავდაცვის უწყებას ასევე პრეზიდენტის მოკავშირე ელიას ბუ-სააბი ჩაუდგება სათავეში. „ჰეზბოლას“ წარმომადგენელი გაუძღვება ჯანდაცვის უწყებასაც.

right_banner right_banner
არქივი
right_banner