ხშირად მეკითხებიან, როდის, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის აღზრდა.
ბავშვის აღზრდა ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე უნდა დავიწყოთ.
სანამ ბავშვი ჩაისახება, მშობლები უნდა განეწყონ დადებითი ენერგიით, ცხადად უნდა ხედავდნენ თავიანთ შვილს და მის ბედნიერ მომავალს. მუცლადყოფნის პერიოდი არის ერთ-ერთი საუკეთესო დრო ბავშვის აღზრდისთვის. მეთექვსმეტე კვირიდან ბავშვს უკვე ესმის გარშემო მყოფთა ხმები, მუსიკის ხმა. ეცადეთ, რომ ეს პერიოდი მისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყოს. ბავშვი ყოველთვის ხვდება, უყვართ თუ არა მის მშობლებს ერთმანეთი, არის თუ არა ის სასურველი და ნანატრი შვილი.
არაერთი ცდა ჩატარებულა იმის შესახებ თუ როგორ რეაგირებს მუცლადმყოფი ბავშვის ორგანიზმი ჩხუბზე, ყვირილზე, უარყოფით ემოციაზე - მისი გულისცემა ძალიან ჩქარდება, სისხლის შემადგენლობაც კი იცვლება, ამიტომ აუცილებელია, რომ ორსული ქალი ხელის გულზე ვატაროთ, ის მუდამ პოზიტიურ განწყობაზე უნდა იყოს, მუდამ დადებითზე უნდა ფიქრობდეს.
მომავალო დედებო, ესაუბრეთ თქვენს მუცლადმყოფ პატარებს, ეს მათ ძალიან კარგად ესმით. მამებო, ესაუბრეთ, მოეფერეთ პატარას მუცელში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობიარობის პროცესი, ამ პროცესში მამის ჩართულობა აუცილებელია. მამის მზრუნველობა და მხარდაჭერა ამ საპასუხისმგებლო მომენტში ძალიან სჭირდება მომავალ დედას!
იყავით მის გვერდით, ეს დიდი ბედნიერებაა!
შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპი აღზრდისა არის დაბადებიდან პირველი ორი კვირა.
გახსოვდეთ, რომ პირველი 2 კვირა ბავშვის ცხოვრებაში არის აღქმის პერიოდი, იგი გარშემო ყველაფერს აკვირდება. ეცადეთ, გარემო, სადაც ბავშვი იქნება, იყოს ესთეტიურად ლამაზი, ნათელ, პოზიტიურ ფერებში. მშვიდი და მყუდრო.
პირველი 2 კვირა არ არის აუცილებელი, რომ ბავშვთან დიდი სტუმრიანობა გავმართოთ, აცადეთ ბავშვს ადაპტაცია, აღქმა, შეგრძება, განვითარება, ხშირად სროწედ ამ 2 კვირის განმავლობაში მიღებული ემოციით ყალიბდება ბავშვის განწყობა და ხასიათი. ძუძუთი კვება, თვალებით კონტაქტი ბავშვთან ის აუცილებელი რიტუალია, რომელიც აუცილებლად დადებითად აისხება დედაზეც და ბავშვზეც. წინასწარ გაიხარეთ ბავშვის მომავალი ბედნიერებით, ბავშვებს უნდათ ეს, ახლა და დღეს!
მათ არ უყვართ წარსული. დაივიწყეთ ყველანაირი ცუდი და დატოვეთ ის წარსულში, თქვენს წინ მომავალია, ბედნიერი მომავალი და ის თქვენს ხელშია!
შალვა ამონაშვილი