logo_geo
eng_logo
„თბილისი მერიოტში“ ტრენინგი - „ გენდერული თანასწორობა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა“ გაიმართა
- +

23 მაისი. 2016. 17:10



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა  დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის ინიციატვით და  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)   და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)  მხარდაჭერით ტრენინგი -„გენდერული თანასწორობა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა" გაიმართა. 


ღონისძიება სასტუმროში  „თბილისის მერიოტი" ჩატარდა და მასში   მონაწილეობა  სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ქართული ენის მცოდნე  25 - მდე წარმომადგენელმა მიიღო.


ტრენინგზე, რომელსაც ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირინა ჟვანია უძღვებოდა,  სიტყვით საკრებულოს მაჟრიტარი წევრი  გულიკო ზუმბაძე გამოვიდა.


დეპუტატის  განცხადებით, ღონისძიება სახელმწიფო სტრატეგია 2015-2020 გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

 

,,თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დედაქალაქისათვის   2016 წლის გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც  ოთხ ძირითად სტრატეგიულ მიზანს მოიცავს. ესენია:  სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობა, თანაბარი და სოციალურ ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა, ასევე ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, ასევე ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება და ტოლერანტული გარემოს წახალისება'', - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.


დეპუტატმა  პროექტის მნიშვნელობაზე, მიზნებზე, პრობლემებსა  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონისძიების მთავარი მიზანი სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების  სრული  ჩართულობა და ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციაა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner