სამწუხაროდ, ბოლო დროს მედიკოსებს სულ უფრო ხშირად უწევთ იმაზე საუბარი, თუ რამდენად საჭიროა ვაქცინაცია - და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
2019 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეადგინა კაცობრიობის გლობალური საშიშროების ყოველწლიური სია, ერთგვარი რეიტინგი. ამჯერად ათ ყველაზე გლობალურ საფრთხეს შორის ვაქცინაციაზე უარის თქმა დასახელდა. ბოლო რამდენიმე წელია ანტივაქსერულმა პროპაგანდამ იმატა და მსოფლიო მასშტაბით.
ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ვაქცინაციით 2-3 მილიონი ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი.
ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ვაქცინაციაზე უარის თქმის შედეგად წითელას შემთხვევები 30%-ით გაიზარდა.