logo_geo
eng_logo
„მარიხუანა ადამიანის ინტელექტს 30%-ით ამცირებს“ – ნათია ფანჯიკიძე მსუბუქი ნარკოტიკის შესახებ
- +

1 თებერვალი. 2019. 03:08

 

 

„მარიხუანა ადამიანს ხდის დემოტივირებულს, ართმევს ენერგიისა და კონცენტრაციის უნარს, აკლებს ინტელექტის 30%-ს. მისი ხშირად მოხმარება იწვევს ძალიან იოლად გაღიზიანებადობას და ძილის დარღვევას", - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საუბრობს.

 

„შეიძლება, მარიხუანას თრობა ნაკლები აქვს, ვიდრე ჰეროინს, მაგრამ ტვინის დაზიანების ხარისხი არ აქვს ნაკლები. მას შეუძლია, ძალიან ბევრი მიმალული ფსიქიკური დაავადების მანიფესტირება, მათ შორის უპირველესია ზემოთ ნახსენები დემოტივაცია და გაზანტება, როდესაც მიზანს ვეღარ ისახავს ადამიანი, ასევე, აპათიურობა და სხვა. ის ძალიან დიდხანს რჩება ცხიმოვან უჯრედში და იწვევს მდედრობით სქესში ციკლის მოშლას, ხოლო მამრობითში სპერმის სიმშრალესა და მის შემცირებას. ინტენსიური მოხმარებისას ადამიანს ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება და ერთ-ერთია სწორედ შრომის უნარის დაქვეითება და კოგნიტური უნარების 30%-ის ჩამოშლა…" - აღნიშნავს ფანჯიკიძე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner