„მე რომ ერთი წამით ვუშვებდე ამას, ჩემს თავში, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთი წარმოუდგენელი მდაბიო და სამარცხვინო საქციელის თანაზიარი იყოს, მე ერთი წამი არ გავჩერდები იმ ლიდერის გვერდით და პოლიტიკური ლიდერის ქოლგის ქვეშ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მიმღეობა და თანაზიარება ამ პროცესის“ , - ასე უპასუხა დეპუტატმა ეკა ბესელიამ TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ იყო დასმული.
„მე რომ დავუშვა ასეთი, რამ აქ უნდა ვიჯდე განცხადებით, რომ დამთავრდა ჩემი და ქართული ოცნების პოლიტიკური ერთობა“, - დასძინა ბესელიამ.