logo_geo
eng_logo
თბილისის 147-ე სკოლიდან მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა
- +

1 თებერვალი. 2019. 10:45

 

როგორც პირველ არხს მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ებრალიძემ განუცხადა, მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახდა, რომლის ავტორმაც განაცხადა, რომ სკოლის შენობაში ნაღმია.

 

ნინო ებრალიძის განცხადებით, ინფორმაცია გადაეცა 112-ს და სკოლაში გამოცხადდა ევაკუაცია, ხუთი წუთის შემდეგ კი ზარის ავტორმა ისევ დარეკა და თქვა, რომ იხუმრა. ამის მიუხედავად სკოლის პერსონალი და მოსწავლეები სკოლის შენობის გარეთ რჩებიან, შენობაში კი შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner