როგორც პირველ არხს მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ებრალიძემ განუცხადა, მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახდა, რომლის ავტორმაც განაცხადა, რომ სკოლის შენობაში ნაღმია.
ნინო ებრალიძის განცხადებით, ინფორმაცია გადაეცა 112-ს და სკოლაში გამოცხადდა ევაკუაცია, ხუთი წუთის შემდეგ კი ზარის ავტორმა ისევ დარეკა და თქვა, რომ იხუმრა. ამის მიუხედავად სკოლის პერსონალი და მოსწავლეები სკოლის შენობის გარეთ რჩებიან, შენობაში კი შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.