logo_geo
eng_logo
თემქაზე CO-თი ოჯახის რამდენიმე წევრი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც არიან
- +

1 თებერვალი. 2019. 10:53

 

თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის რამდენიმე წევრი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც არიან.

 

ბავშვები იაშვილის სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენი ოჯახის წევრები კი მე-5 საავადმყოფოში.

 

მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

გამოძება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner