თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის რამდენიმე წევრი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც არიან.
ბავშვები იაშვილის სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენი ოჯახის წევრები კი მე-5 საავადმყოფოში.
მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.