1 აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან რეისები ექვსი ახალი მიმართულებით დაიწყება.
განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ ცნობილი ხდება ქალაქები, სადაც აგვისტოდან პირდაპირი ფრენები დაიწყება. ესენია: ეინდჰოვენი (ჰოლანდია), ტალინი (ესტონეთი), ბრიუსელი (ბელგია), კოპენჰაგენი (დანია), ბარი (იტალია) და ბაზელი (შვეიცარია).
საქართველოდან ესტონეთში, დანიასა და შვეიცარიაში პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ ხორციელდებოდა.