logo_geo
eng_logo
რა ახალი პირდაპირი რეისები დაემატება ქუთაისის აეროპორტიდან
- +

1 თებერვალი. 2019. 16:26

 

1 აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან რეისები ექვსი ახალი მიმართულებით დაიწყება.

 

განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ ცნობილი ხდება ქალაქები, სადაც აგვისტოდან პირდაპირი ფრენები დაიწყება. ესენია: ეინდჰოვენი (ჰოლანდია), ტალინი (ესტონეთი), ბრიუსელი (ბელგია), კოპენჰაგენი (დანია), ბარი (იტალია) და ბაზელი (შვეიცარია).

 

საქართველოდან ესტონეთში, დანიასა და შვეიცარიაში პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ ხორციელდებოდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner