ვიაჩესლავ მუხანოვის განცხადებით, ტექნოლოგიური ინსტიტუტი ხელს შეუწყობს საქართველოში მეცნიერების განვითარებას.
„ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ესაა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რადგან იგი ხელს შეუწყობს საქართველოში მეცნიერების განვითარებას. ხოლო მეცნიერებას, ჩემი აზრით,უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის წარმატებასა და განვითარებაში. ყველა სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მეცნიერების მაღალ დონეზე განვითარებას, რადგან მათ უნდა იფიქრონ ახალგზარდებზე, რომელთა მთავარი მოტივაცია არამხოლოდ ეკონომიკური სარგებელი, არამედ იდეების რეალიზაცია უნდა იყოს. ისინი არ უნდა იყვნენ მხოლოდ იმაზე ფიქრით დაკავებულნი, თუ როგორ იშოვონ ფული და როგორ დახარჯონ ის. მაგალითის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში, როგორც წესი, კარგადაა განვითარებული მეცნიერება. იმავე აშშ-ს, ევროპის ან გერმანიის მაგალითზე შეგვიძლია ამის მტკიცება. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, გერმანია დიდ ინვესტიციას ახორციელებს ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში. ამდენად, ტექნოლოგიური ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოსთვის, ქართველი ერისა და მომავლის, მომავალი თაობებისათვის." - აცხადებს ვიაჩესლავ მუხანოვი.