logo_geo
eng_logo
ზენშო იოშიდა: საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი საკმაოდ წარმატებული იქნება
- +

23 მაისი. 2016. 17:29



ზენშო იოშიდას განცხადებით, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი საკმაოდ წარმატებული იქნება.



პირველ რიგში, ნება მომეცით, მოგლოცოთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტათი მშურს, რადგან ეკონომიკური ფაქტორების გამო, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში მეცნიერების დაფინანსება შედარებით შემცირდა. საქართველოსთვის ძალიან კარგია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული ამგვარი აქტივობა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოყენებითი ფიზიკის განვითარებაში თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ითანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, იაპონიასთან. უმნიშვნელოვანესია ახალი თაობების განათლება. ამ ტიპის აქტიური ცენტრის არსებობა ძალიან კარგი მოტივაცია იქნება სტუდენტებისათვის. ვიმედოვნებ, რომ ამ ინსტიტუტს ექნება არა მხოლოდ კვლევითი დანიშნულება, არამედ საგანმანათლებლო ფუნქციაც და წაახალისებს სტუდენტებს, რაც აუცილებელია. მე ეს იდეა მომწონს და მიმაჩნია, რომ იგი საკმაოდ წარმატებული იქნება." - აცხადებს ზენშო იოშიდა.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner