logo_geo
eng_logo
დავით ლორთქიფანიძე: კორცხელში მომხდარი ფაქტი ჩვენი ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ იმოქმედებს
- +

23 მაისი. 2016. 17:31



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, 22 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს:

„კორცხელში მომხდარი ფაქტი ჩვენი ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ იმოქმედებს. 9 უბანზე ჩატარდა არჩევნები,  რატომღაც იქ მოხდა დაპირისპირება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" სახეები იყვნენ წარმოდგენილი.  ეს რომ ხელისუფლების პოლიტიკა იყოს , ანალოგიურად მოიქცეოდა სხვა უბნებზეც. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და  იმედს გამოვთქვამ, ის ადამიანები ვინც  დანაშაული ჩაიდინა,  კანონის შესაბამისად დაისჯება", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.     




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner