ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, 22 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს:
„კორცხელში მომხდარი ფაქტი ჩვენი ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ იმოქმედებს. 9 უბანზე ჩატარდა არჩევნები, რატომღაც იქ მოხდა დაპირისპირება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" სახეები იყვნენ წარმოდგენილი. ეს რომ ხელისუფლების პოლიტიკა იყოს , ანალოგიურად მოიქცეოდა სხვა უბნებზეც. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და იმედს გამოვთქვამ, ის ადამიანები ვინც დანაშაული ჩაიდინა, კანონის შესაბამისად დაისჯება", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.