logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: დაკავებულმა პირმა დანაშაული აღიარა
- +

2 თებერვალი. 2019. 01:39

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულმა პირმა, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი “youtube”-ზე ატვირთა, ჩადენილი დანაშაული აღიარა.

 

მისივე თქმით, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეო კადრები ინახება. გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი, სხვა პირების დასადგენად.

 

„ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულმა მოქალაქეებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ღირებული ინფორმაცია მიაწოდეს. გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner