logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- +

2 თებერვალი. 2019. 12:46

 

 

„ქართული ოცნების“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის 8 დეკემბერს, თბილისში „ქართული ოცნების“ ოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner