logo_geo
eng_logo
შსს-მ ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა
- +

2 თებერვალი. 2019. 13:47

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.დ. ქურდობის ბრალდებით დააკავა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1993 წელს დაბადებულ თ.თ.-ს ლომბარდში მართვის უფლებით დაგირავებული, მისივე კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა გადაფორმების გარეშე, შეძენის და ლომბარდიდან გამოსყიდვის პირობით გამოართვა. მას შემდეგ, რაც განსაზღვრულ დროს ლომბარდში თანხის გადახდა არ დაფიქსირდა, თ.თ. დაუკავშირდა გ.დ.-ს, რომელმაც განუმარტა, რომ ავტომანქანის შეძენა აღარ სურდა და რამდენიმე დღის შემდეგ დაუბრუნებდა, რადგან იგი შეკეთებას საჭიროებდა. თ.თ.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ გ.დ.-მ აღნიშნული ავტომანქანა ნაწილებად დაშალა და  რამდენიმე მათგანი გაყიდა. სამართალდამცველებმა მანქანის მოპარული ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner