logo_geo
eng_logo
ლაშა ონიანი: ეს წარმოდგენა იქნება ყველა თაობისთვის!
- +

23 მაისი. 2016. 17:59


 

  რეჟისორმა ლაშა ონიანმა პიველი რადიოს ეთერში „სამოსელი პირველის" პრემიერის შესახებ ისაუბრა, რომელიც 31 მაისს ოპერისა და ბალეტის  სახელმწიფო თეატრში გაიმართება:

 

 „ეს არის სინთეზი,  მრავალმხრივ ჩამონათვალში შეიძლება ყველა დეტალი არ ითქმება, მაინც ვეცადეთ, რომ რაღაც კლასიკური სახელი ყოფილიყო - მუსიკალურ ქორეოგრაფიული დრამა, ამ სამ სიტყვაშიც არ იგულისხმება ის ნიუანსები რაც შიგნით არის და რითაც არის შევსებული ეს ყველაფერი, უბრალოდ კარგად დავარქვით, მე ასე ვფიქრობ და მგონია,  დრამატურგიულად ავაწყვეთ და მერე როგორც ამ აწყობილს მოუხდა  ისე შეიქმნა ეს მუსიკაც, არიებიც, ქორეოგრაფიებიც და ასე შემდეგ.

 

 როცა ვიღებთ ნაწარმოებს, უნდა გავყვეთ ხაზს და უნდა ვთქვათ ის სათქმელი რასაც დავუშვათ ავტორი გულისხმობს, რისი თქმაც უნდა, თუ ამას არ მივაღწევთ, მაშინ ეს  რაღაც მოგონილ ამბავს დაემსგავსება.  გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები ისეთია, ერთხელ თუ წაიკითხავ აუცილებლად მეოთხედაც წაიკითხავ და მეხუთედაც.

 

  მაქსიმალურად ვეცადე, რომ ეს ხაზი არ დამეკარგა, მითუმეტეს , რომ ნაწარმოებში ორასზე მეტი პერსინაჟია და შეუძლებელია  და არვიცი ვის შეუძლია,  ეს ორასზე მეტი პერსონაჟი წარმოადგინოს სცენიდან, კინოში შეიძლება მოხდეს და რაღაც სერიული სახე ქონდეს ნამუშევარს , მაგარმ სცენაზე არვიცი, ალბათ ერთი კვირა თუ იქნება დაგეგმილი სპექტაკლები მაგ შემთხვევაში შეიძლება მთლიანი ნაწარმოებიდან ყველა პერონაჟი წარმოადგინო. ის არის მთავარი, რისთვისაც იდეის ავტორმა ხელი დაადო ნაწარმოებს, რომ ეს დაგვედგა, მეც იმიტომ დავეთანხმე, რომ იდეაში რაც ნაწარმოებში  დევს, გურამმა რაც იგულისხმა, იმის წარმოდგენა გვინდა . ეს იქნება წარმოდგენილი ისეთი სახით, რომ ყველა თაობას  შეუძლია თავისუფლად მოვიდეს და უყუროს. ვფიქრობ სადღაც ალბათ მეექვსე, მეშვიდე, მერვე კლასიდან წამოსულ ახალგაზრდებს ანუ ჩვენს ახალ თაობას, თავისუფლად შუძლია დაესწროს, გაურკვეველი და გაუგებარი არაფერი არ იქნება, პირიქით, მგონია, რომ უფრო მეტად გაუჩნდებათ სურვილი, პირველ რიგში წაიკითხონ ეს წიგნი, იმიტომ, რომ მისახვედრიც შეიძლება იყოს, ვიღაცეების არსებობა  ტიპაჟებით, რომლებიც ახლა არ არიან ამ შემთხვევაში სპექტაკლში, ამ დადგმაში, მაგრამ დააინტერესებთ  ორიგინალში როგორია, მივლენ  და წაიკითხავენ ამ წიგნს, თუ წაიკითხავენ ალბათ რაღაც რამოდენიმე პროცენტით თუ მთლიანად არა, ჩვენს აზროვნებას შემოუერთდებიან და მე ვიქნები მოხარული, ახალი თაობა ჩვენთან ერთად იქნება" - აღნიშნა ონიანმა


 შეგახსენებთ, რომ პროექტის მთავარი მედიამხარდამჭერი გახლავთ reportiori.ge.


წყარო: radio1.ge”

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner