logo_geo
eng_logo
წელს ჭიათურის საბაგიროების მშენებლობის სამუშაოები დასრულდება
- +

2 თებერვალი. 2019. 15:56

 

 

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება  მუნიციპალური დანიშნულების ინფრასტრუქტურის განვითარებაა“, -ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა წინა წელს დასრულებული და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს მეწარმეების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.

 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2018 წელს დასრულდა დუშეთის პარკის რეაბილიტაციის პროექტი და მთლიანად განახლდა პარკის ინფრასტრუქტურა, გასული წლის ოქტომბერში ასევე დასრულდა ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტიც.

 

„მიმდინარეობს და წელს დასრულდება ჭიათურის საბაგიროების მშენებლობის სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჭიათურის მთაგორიან რელიეფზე გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იქნება“, -აღნიშნა მინისტრმა.

 

2019 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით დაგეგმილია 850-მდე პროექტის განხორციელება სხვადასხვა მუნიციპალური ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

 

„დაგეგმილი გვაქვს ქობულეთისა და ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ახალი ბულვარი და სანაპირო ზოლი დაცული იქნება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედებისგან“, -აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით იწყება  5 რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა,  ტენდერი უკვე გამოცხადებულია გორის, გურჯაანისა და ახალციხის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე. წლის განმავლობაში დამატებით გამოცხადდება ტენდერი ზუგდიდისა და რუსთავის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner