logo_geo
eng_logo
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებიდან აღკვეთის ღონისძიებად დღეს ორ პირს პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი - გირაო
- +

2 თებერვალი. 2019. 17:13

 

 

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელება-შენახვის საქმეზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვიდს – გირაო. აღნიშნულ საქმეზე შსს-მ სულ 17 ადამიანი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ მხოლოდ ცხრა მათგანის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს.

 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ბრალდების მხარე სამი პირის მიმართ ითხოვდა პატიმრობას, თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურორების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მხოლოდ ორს შეუფარდა პატიმრობა.

 

გირაოს თანხის შეტანამდე, ბრალდებულები საპატიმროში დარჩებიან. მათ თანხის დაფარვა 35 დღის ვადაში მოუწევთ.

 

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 მარტს 11:30 საათზე გაიმართება.

 

შსს-მ 1 თებერვალს საღამოს დააკავა პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა.

 

მანამდე, შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner