logo_geo
eng_logo
პროკურორი: ყველა პირზე, რომელსაც გავრცელებული ან უკანონოდ შეიძლება მოპოვებული ჰქონდეს ვიდეოჩანაწერი, გამოძიება მიმდინარეობს
- +

2 თებერვალი. 2019. 18:03

 

 

„საქმეში არიან პირები, რომლებმაც სხვა პირებს გაუგზავნეს ვიდეოჩანაწერი, რაც შეეხება თავს და თავს, საწყისს, ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გეცნობებათ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“, - ამის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კითხვაზე, ცნობილია თუ არა გამოძიებისთვის, ვინ გაავრცელა თავდაპირველად ფარული ვიდეოჩანაწერი, პროკურორი პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

 

„ამასთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, ინფორმაცია მოგაწოდოთ. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სამივე პირის მიმართ, რომელთა მიმართაც მოთხოვნილი იყო პატიმრობა, არსებობს შესაბამისი საფუძველი. თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ გაიზიარა, ორი პირის მიმართ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, ხოლო ერთ პირს გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. დანარჩენი პირების მიმართ დაკმაყოფილდა გირაოს შეფარდების შესახებ შუამდგომლობა. ყველა პირზე, რომელსაც გავრცელებული ან უკანონოდ შეიძლება მოპოვებული ჰქონდეს ეს ვიდეოჩანაწერი, გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა მარსაგიშვილმა.

 

საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

 

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

 

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner