logo_geo
eng_logo
სასამართლო სხდომა, რომელზეც ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ნაწილობრივ დაიხურა
- +

2 თებერვალი. 2019. 23:47

 

 

სასამართლო სხდომა, რომელზეც ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ნაწილობრივ დაიხურა. ბრალდების მხარემ მოსამართლეს სხდომის სრულად დახურვის შუამდგომლობით მიმართა, ვინაიდან მისი განცხადებით, სხდომაზე შესაძლოა ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შეეხოს საუბარი.

 

„აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას იმ მოცემულობითაც იქნება გაჟღერებული შუამდგომლობა და დასაბუთება, რომელიც კონკრეტულად შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების არსსა და შინაარს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ დააკმაყოფილოთ ბრალდების მხარის შუამდგომლობა," - განმარტა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა.

 

მოსამართლე მაკა გველესიანმა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სხდომის აღკვეთის ღონისძიების ნაწილში დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, პროკურორების შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და სხდომა ნაწილობრივ დაიხუროს. კერძოდ, სხდომა უნდა დაიხუროს აღკვეთის ღონისძიების ნაწილში", - აღნიშნა მოსამართლემ.

 

პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარის ნაწილი არ დაეთანხმა.

 

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ 17 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო.

 

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner