logo_geo
eng_logo
სტალინის ახალგაზრდობის სურათით კაცმა ქალები პაემანზე დაითანხმა
- +

3 თებერვალი. 2019. 02:39

 

 

გამოცემა „Vice“-ზე გერმანელი პოლ შუენის ისტორია გამოქვეყნდა, რომელსაც მეგობარმა ასანთის კოლოფზე დახატული ახალგაზრდა სტალინის ფოტო ჩამოუტანა. გერმანელი დაინტერესდა, თუ რამდენად იცნობდნენ ადამიანები სტალინს და გაცნობის აპლიკაცია „Tinder“-ზე ატვირთა მისი ფოტო, სახელად კი დაიწერა, ჯოსეფი - 27 წლის.

 

„სამი სტილის წერილები დამიგროვდა, პირველი: სულელები, რომლებიც კომპლიმენტებით მავსებენ, მეორე, ის ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი და გვიან გაიაზრეს, რომ დიქტატორი ვარ და მესამე - სტალინისტი ისტორიკოსები. მათთან თავისუფლად შემიძლია ვილაპარაკო სსრკ-ზე და ტროცკიზე“, - წერს შუენი.

 

აღსანიშნავია, რომ „ჯოსეფის“ პროფილი თავიდან მხოლოდ ქალებისთვის იყო ღია, თუმცა შუენმა საბჭოთა ბელადი ბისექსუალური ურთიერთობისთვისაც მზად ყოფნის კატეგორიაში ჩასვა, რის შემდეგაც „ჯოსეფის“ მიმართ ინტერესი უკვე კაცებმაც გამოხატეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner