logo_geo
eng_logo
პოლიციამ უკრაინიდან საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით 24 წლის ქალი დააკავა
- +

3 თებერვალი. 2019. 13:50

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ე.წ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა დაკავებული ქალისგან 158 შეკვრად დაფასოებული „მეტადონის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკრაინაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1 ნაწილით და 262-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner