logo_geo
eng_logo
დავით კინწურაშვილი: ჩვენი თეატრისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სიახლეები!
- +

23 მაისი. 2016. 18:03


 

 31 მაისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ პრემიერას, ქართველი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების „სამოსელი პირველის" მიხედვით დადგმულ, მუსიკალურ ქორეოგრაფიული დრამას. ამ თემაზე იმედის დილაში ისაუბრა, შემოქმედებითი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა,  ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირიჟორმა დავით კინწურაშვილმა.

 

„ჩვენი თეატრისთვის არის ძალიან საინტერესო, რადგანაც ასეთი პროექტები ხშირად არ ხორციელდება, უფრო სწორედ მე ვერ ვიხსენებ, მსგავსი ტიპის პროექტს საქართველოში, ასეთი ტიპის პროექტებთან შეხება  მხოლოდ უცხოეთში მქონდა. ჩვენი თეატრისთვის ზუსტად ახლა არის მნიშვნელოვანი, ასეთი ტიპის სიახლეების შეთავაზება, შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი რისკია, თუმცა ჩვენ მზად ვართ.

 ჩვენ ვეხებით მართლაც უდიდესი ქართველი კლასიკოსის  ქმნილებას და  უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება რაღაც განსაკუთრებული და ლამაზი, მოლოდინიც ძალიან დიდია"- აღნიშნა დავით კინწურაშვილმა

 

 შეგახსენებთ, რომ პროექტის გენერალური მედიამხარდამჭერია  Reportiori.ge


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner