პოლიციამ იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
-
+
3 თებერვალი. 2019. 14:35
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ. ი. თბილისში დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ი.-მ თბილისში, პატარიძის ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეს, 1954 წელს დაბადებულ ო. ა.-ს რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით ჩადენილი დევნის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.