logo_geo
eng_logo
კიევში მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა
- +

3 თებერვალი. 2019. 14:56

 

 

კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში უკრაინის ახლად შექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა.

 

ინტრონიზაცია საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობის დროს შედგა და მასში მონაწილეობა მიიღეს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, გალის მიტროპოლიტმა ემანუელმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა მეთაურმა, მიტროპოლიტმა მაკარიმ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა მიტროპოლიტმა სიმეონმა.

 

უკრაინული მედია წერს, რომ საეკლესიო ნიშნების მიღების შემდეგ, მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი ხელმძღვანელი გახდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner