31 მაისს ოპერისა და ბალეტის თეატრში გასამართ პრემიერასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში ისაუბრა, პროექტის იდეის ავტორმა და კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა
„მუსიკოსების ჯგუფი შედგება რა თქმა უნდა ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის წევრებისაგან და ასევე ჩემი ჯგუფის, ჩემი მეგობრების, ჩემი მუსიკალური ოჯახისაგან, ეს არის ერთგვარი შერწყმა ორი ტიპის მუსიკისა, რომელიც ასევე მიგვანიშნებს, რომ ეკლექტიკა იქნება უამრავი, ასევე იქნება არიები, ჩვენ გვყავს მსოფლიო ნიშნის მუსიკოსები, რომლებმაც გაითქვეს სახელი საზღვარგარეთ და ძალიან დიდი წარმატებით დაგვიბრუნდნენ, ახლა ერთად ვაკეთებთ ამ დიდ პროექტს, თეა დემურიშვილთან, რომელიც არაჩვეულებრივი მეცო სოპრანოა , ოთარ ჯორჯიკიასთან, ირინა თაბურიძესთან, ნიკა ლაგვილავასთან და ირაკლი მურჯიკნელთან ერთად, საოცარი გუნდი შეიკრა მუსიკოსებისა და ვოკალისტებისა, აბსოლუტურად სხვა იერი მისცეს ამ პროექტს" - განაცხადა ზაზა მარჯანიშვილმა .
შეგახსენებთ, რომ პროექტის გენერალური მედია მხარდამჭერია Reportiori.ge