logo_geo
eng_logo
ზაზა მარჯანიშვილი: „სამოსელი პირველი“ ჩემთვის დიადი წიგნია!
- +

23 მაისი. 2016. 18:07

 

 

31 მაისს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „სამოსელი პირველი" იდგმება.

მასშტაბურ პროექტში, სადაც 180-მდე მონაწილეა, ერთ სცენაზე ერთიანდებიან დრამის წამყვანი მსახიობები, ოპერის მომღერლები, საბალეტო დასი, სიმფონიური ორკესტრი...

იდეა და წარმოდგენის მუსიკა კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილს ეკუთვნის. დამდგმელი რეჟისორი ლაშა ონიანი გახლავთ.

„იმედის დილის" ეთერში ისინი ორიგინალური პროექტის შესახებ საუბრობენ:

ზაზა მარჯნიშვილი:
„„სამოსელი პირველის" წაკითხვის შემდეგ, წლების განმავლობაში ვფიქრობდი, არ მასვენებდა სხვადასხვა იდეები. საბოლოოდ პროფესიიდან გამომდინარე  გადაწყდა, რომ ორიენტაცია მუსიკაზე მქონოდა.
პირველი კომპოზიციები 22 წლის წინ დაიწერა. ბატონი გურამი იმ დროიდანაა საქმის კურსში.
ჩემთვის ბატონი გურამ დოჩანაშვილი თავმდაბლობის და ყურადღების ეტალონია. ის მაშინვე მიხვდა, თუ რამდენად ვიყავი მის შემოქმედებაზე შეყვარებული.
ასეთი ნაწარმოების სცენაზე დადგმას, კარგი გაგებით, არანორმალურობა ჭირდება, ამიტომ ამ სპექტაკლის მთავარი დამდგმელი რეჟისორი ლაშა ონიანია.
არიებისათვის ქართული ტექსტი ჩემმა მეუღლემ-მარინა სალუქვაძემ დაწერა".

შეგახსენებთ, რომ პროექტის გენერელური მედიამხარდამჭერია Reportiori.ge


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner