logo_geo
eng_logo
საქართველოში იანვარში აივ-ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

4 თებერვალი. 2019. 12:37

 

 

2019 წლის 28 იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის შესაბამის პერიოდში 28 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი.

 

შიდსის ცენტრის ცნობით, საქართველოში 7453 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული, მათ შორის 5578 მამაკაცი და 1875 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. შიდსი 3969 პაციენტს განუვითარდა, 1523 გარდაიცვალა.

 

გასული წლის 31 დეკემბერს მონაცემებით, აივ მკურნალობას 4597 (4065 + 532 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს, მათ შორის 43 (33 + 10 აფხაზეთი) ბავშვია.

 

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია: 39.9 პროცენტი (2968) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 57.8 პროცენტი (4 294) – სექსუალური კონტაქტის შედეგად, 1.4 პროცენტი (105) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 პროცენტი (36) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 პროცენტი (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

 

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2726 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 947 (აქედან ზუგდიდი – 630); შემდეგ იმერეთში 924 (ქუთაისი 451); აჭარაში 834 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (473); კახეთში (358) ქვემო ქართლში (385); შიდა ქართლში (279); გურიაში (157); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (107) და ა.შ.

 

შიდსის ცენტრის ცნობით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner