logo_geo
eng_logo
დღეიდან თბილისის მეტროს პირველ და მეორე ხაზებზე ვაგონების ახალი შემადგენლობა იმოძრავებს
- +

4 თებერვალი. 2019. 12:52

 

 

დღეიდან თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დამატებით ერთი ოთხვაგონიანი, ხოლო მეორე ხაზზე (საბურთალოს ხაზზე) ​სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს. ორ კვირაში ორივე ხაზს კიდევ დაემატება თითო მოძრავი შემადგენლობა.

 

ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და დამონტაჟდა თანამედროვე კონდიცირების სისტემა. კაბინები ასევე აღიჭურვა მართვის თანამედროვე პულტით, შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი.

 

ასევე ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები, განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები, რაც ითვალისწინებს მოძრავ შემადგენლობებს შორის უსაფრთხო ინტერვალის პრინციპს.

 

2019 წელს 27 ვაგონის მოდერნიზება იგეგმება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner