logo_geo
eng_logo
თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
- +

4 თებერვალი. 2019. 13:06

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

61-ე საჯარო სკოლაში დაპირისპირების მონაწილე მოსწავლეებთან გასაუბრება დასრულდა. შსს-ს ინფორმაციით, მოსწავლეებს განყოფილებაში გადაიყვანენ, სადაც მათ პასუხისმგებელ პირებთან ერთად გამოკითხავენ.

 

ფიზიკური დაპირისპირება ორ მე-11 კლასელს შორის გაკვეთილის მიმდინარეობისას დღეს დილით მოხდა. ფაქტზე მანდატურმა რეაგირება მოახდინა და მომხდარის შესახებ 112-ს შეატყობინა. ადგილზე პოლიციასთან ერთად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურიც იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner