აფხაზეთში პურის გაძვირების შესახებ ინფორმაცია, ე.წ. დადგენილებაში წერია, რომელიც დე-ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ე.წ. დადგენილებაში ნათქვამია, რომ უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პური 24 რუბლი (97 თეთრი), პირველი ხარისხის ფქვილისგან – 23 რუბლი (93 თეთრი), ხოლო მეორე ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პური 22 რუბლი (89 თეთრი) ეღირება.