logo_geo
eng_logo
ზურაბ ლოლაძე: „სამოსელი პირველი“ - ასეთი სახის პროექტი არ განხორციელებულა!
- +

23 მაისი. 2016. 18:12


 

საქართველოს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ემზადება გრანდიოზული მუსიკალური პრემიერისთვის. 31 მაისს წარმოდგენილი იქნება ქართველი კლასიკოსის  გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი". ამ თემაზე, პროექტის გენერალურ პროდიუსერს ზურაბ ლოლაძეს  გავესაუბრეთ:


„ასეთი სახის პროექტი, შემიძლია თამამად  ვთქვა, არ განხორციელებულა. მე მიხარია, რომ აღტაცებულია თვითონ ბატონი გურამი ამ მოვლენით და გვერდში გვიდგას.

 მაყურებელი, ალბათ, ამ სპექტაკლისგან, პირველ რიგში უნდა ელოდოს ძალიან კარგ მუსიკას, პროფესიონალი მსახიობების ძალიან კარგ თამაშს, ძალიან კარგ სიმღერას და საერთოდ სიახლეს თავისი ფორმით. მიმაჩნია, რომ ეს ექსპერიმენტი ძალიან კარგად დაგვირგვინდება",- აღნიშნა ზურაბ ლოლაძემ.

 

მაყურებელს საშუალება აქვს, საპრემიერო სამზადისს ექსკლუზიურად Reportiori.ge-ზე ადევნოს თვალი.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner