logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე გიორგი გახარიაზე: სიმართლის არ ეშინია და ვითარების გამოსწორების უნარიც შესწევს
- +

4 თებერვალი. 2019. 17:46

 

 

ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა არ უნდა შეიცვალოს და პრემიერ-მინისტრად არ უნდა გადავიდეს. არეშიძე „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ გახარიას შეუძლია, ყველა სიტუაციას გაართვას თავი და სირაქლემას პოზაში არ იდგეს.

 

„ძალიან მომეწონა, რომ გახარიამ დანაშაულის რეალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კრიმინოგენული ვითარება საგრძნობლად არის დამძიმებული. არ მახსოვს არცერთი შს მინისტრი, რომელიც კრიმინალის რეალურ სტატისტიკას აქვეყნებდა, გახარიამ კი ეს გააკეთა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას სიმართლის არ ეშინია, პრობლემას სირაქლემას პოზაში არ უდგება და ვითარების გამოსწორების უნარიც აქვს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner