logo_geo
eng_logo
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი პროფესორებს შეხვდა
- +

4 თებერვალი. 2019. 19:30

 

განათლების რეფორმის ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ გამართა შეხვედრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურასთან. 4 თებერვლის შეხვედრა გახსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია შეხვედრა თსუ პროფესურას და უნივერსიტეტის  სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს. ზვიად გაბისონიამ სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო, განათლების რეფორმის ფარგლებში ,,მეცნიერებას“ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები. წარმოადგინა ის ახალი პროექტები და ინიციატივები, რომლის განხორციელება იგეგმება 2019 წლისთვის. აღნიშნული პრეზენტაციით რუსთაველის ფონდმა დაიწყო თავისი შეხვედრები სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტებში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner