logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება
- +

4 თებერვალი. 2019. 22:36

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება. მისი თქმით, ეს ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია.

 

"პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია, ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის, რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია"- განაცხადა მინისტრმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner