"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თეატრისა და კინოს მსახიობის, გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
მსახიობ გურანდა გაბუნიას მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი, იყო კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის და ვ. ანჯაფარიძის პრემიების ლაურეატი.
ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმსა და არაერთ სპექტაკლში.
გურანდა გაბუნია 1975 წლიდან დღემდე, მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახლდათ“, - ნათქვამია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში.