სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირში, არსებული ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა
ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს, მათ შორის, 6 ადამიანი შეიყვანეს სენაკის „არქიმედეს“ საავადმყოფოში.
ერთი მათგანი 10 წლის ბავშვია, კატასტროფის სამსახურმა ქუთაისში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო!
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.