logo_geo
eng_logo
17 ადამიანი დაშავდა სენაკში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
- +

5 თებერვალი. 2019. 01:24

 

 

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირში, არსებული ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა

 

ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს, მათ შორის, 6 ადამიანი შეიყვანეს სენაკის „არქიმედეს“ საავადმყოფოში.

 

ერთი მათგანი 10 წლის ბავშვია, კატასტროფის სამსახურმა ქუთაისში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო!

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner