logo_geo
eng_logo
პოლიციამ ხონში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

5 თებერვალი. 2019. 10:40

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს ხონში, მოქალაქის კუთვნილი მაღაზიიდან 1200 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner