logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა!
- +

25 თებერვალი. 2016. 13:13


ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა და ამაზე რეაგირებას ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო.



სერგეენკოს თქმით, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, რა არის ელექტრონული რეცეპტი და რა არის სატელეფონო კონსულტაცია.



სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს და კანონებს, ეს არის არალეგალური მოქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო.

 

რაც შეეხება ონლაინ-რეცეპტებს, ეს მიღებული ფორმაა და 2 წელია უკვე, რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე მუშაობს. მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება იმის შესაძლებლობა, როდესაც პაციენტს აღარ ექნება საჭიროება ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეს. ექიმი როდესაც გასინჯავს, გამოუწერს რეცეპტს, ექიმს შეეძლება ეს ინფორმაცია პირდაპირ ატვირთოს, პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს და აფთიაქს ექნება საშუალება, დადასტურებულად, კანონით დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე გასცეს მედიკამენტი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner