მსახიობ გურანდა გაბუნიას, მისი მეუღლის ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალვის შესახებ ინფორმაციას, „ინტერპრესნიუსი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანაშვიდი დღეს და ხვალ, მსახიობის საცხოვრებელ სახლში (აღმაშენებლის გამზირი 86/90) გაიმართება, 7 თებერვალს კი მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 11:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება.
გურანდა გაბუნიას 7 თებერვალს, 14:00 საათზე, თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.