თბილისის მერიამ 12 სახეობის ხე-მცენარის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მათ შორისაა უნაყოფო თუთა, იაპონური სოფორა, ევროპული მუხა, ამბრის ხე, ირმის რქა, წითელი ნეკერჩხალი, მინდვრის ნეკერჩხალი, ჰიმალაის კედარი, წვრილფოთოლა იფანი, აღმოსავლური ჭადარი, მელიას ხე და იტალიური ფიჭვი.
შესყიდვის ჯამური სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარს აჭარბებს, რაშიც ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების შესყიდვაც შედის. ხე-მცენარეების დარგვა წლის განმავლობაში, ეტაპობრივად იგეგმება.