„ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული ე.წ. სამხედრო ბაზის მოტომსროლელებს წვრთნები ჩაუტარდათ“, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, წებელდის პოლიგონზე გამართულ ტაქტიკურ სწავლებებში ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.