logo_geo
eng_logo
„ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა არის მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა“
- +

5 თებერვალი. 2019. 15:47

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ტენდენციები წარმოადგინა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას კრიმინალის კუთხით. ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, რომ  ძირითადად სტატისტიკური ზრდა განპირობებულია გაუმჯობესებული  აღრიცხვიანობით, თუმცა არსებობს ისეთი მიმართულებები, რომლებიც მოითხოვს სახელმწიფო უწყებების ერთობლივ მუშაობას.

 

„ქურდობასთან მიმართებით, ისევე როგორც მუქარასთან, იძულებასთან მიმართებით, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან მიმართებით, ზრდა განპირობებულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით. თუმცა, არის გარკვეული კატეგორია დანაშაულების მაგ.: ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა - სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება და ეს რეალურად დღეს არის არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოწვევა, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა. ჩვენ 2018 წელს ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგით, არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ საკანონმდებლო თვალსაზრისით. კანონმდებლობა გავამკაცრეთ, მთელი რიგი ქმედებების კრიმინალიზაცია მოვახდინეთ. ამ პრობლემას ჩვენ ვებრძვით არა მარტო ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით (მაგალითად,  ორი დღის წინ მთავრობის სხდომაზე წარვადგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას ვახდენთ), არამედ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, რომლის გასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, თავისი მანდატის ფარგლებში და რომელიც სამინისტროსთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემის ერთიან ჯაჭვში ვინც ერთიანდება: სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულების სიტემა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავატაროთ. კრიმინალური ბუნების მქონე დანაშაულები არის გამოწვევა, ე.წ. „ქუჩურ მენტალიტეტთან“ დაკავშირებული დანაშაულები, რასაც აღიარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2018- ში ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადავდგით ნაბიჯები და 2019-შიც საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner